გაქცეული პრეზიდენტი შორიდან იქადნება

გაქცეული პრეზიდენტი შორიდან საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და მობილიზაციისკენ მოუწოდებს. როგორც ჩანს, სიშორის გამო მანდ კარგად ვერ შეძლო საქმის დეტალებში გარკვევა და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო.
„ერთი რამე ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა“,- აცხადებს „სისხლიანი ხელისუფლების“ ლიდერი.
შეგახსენებთ, დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მიუთითა გუნდის წევრებს პროექტისთვის მხარი დაეჭირათ.