პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად თანამდებობას ტოვებენ

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა უმრავლესობის სხვა დეპუტატებთან ერთად თანამდებობა დატოვა. თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.
„სამწუხაროდ, შედეგი დადგა. არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა. ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.