„ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა?

პატრლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია. ოპოზიციონერები და დამოუკიდებელი დეპუტატები პროპორციული სისტემის ჩაშლას აპროტესტებენ.
კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველივე მოსმენით ჩავარდა.
ივანიშვილის მცდელობა დაერწმუნებინა დეპუტატები ხმარი დაეჭირათ პროექტისთვის უშედეგო აღმოჩნდა.
ამასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია ჩამოყალიბდა. ერთის მიხედვით „ოცნებიდან“ შესაძლოა, ამბოხებული მაჟორიტარები გარიცხონ, შესაბამისად პარტია შეიძლება დაშლის წინაშე დადგეს. უკვე არაერთხელ გაჟღერდა ხმა, რომ ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დაშლას ფიქრობს და შესაძლოა ახლა ამ ფაქტის მომსწრედაც ვიქცეთ.