„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა“ – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი, სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ ბევრი ძალისხმევის შედეგად მივიდნენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რაც თავისუფალ კენჭისყრას გულისხმობს.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა გუნდის ერთობაზე.
„ბევრი საკითხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გადავწყვიტეთ, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა. ასევე ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ გუნდის ერთობა საჭიროა, რადგან სახელმწიფოს მმართველი გუნდის გახლეჩვა სერიოზულად დაეტყობა. მე არ ველოდები, რომ კანონპროექტი ჩავარდება“ – ამბობს გია ვოლსკი.