„სირცხვილია“ საქმე არ გაქვს?

„სირცვილიები“ „ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ. 10 კაცი ითხოვს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტი არ ჩავარდეს. ერთ-ერთი უსაქმური ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ პროექტის ჩაშლის შემთხვევაში დიდი საპროტესტო აქციები დაიწყება. როგორც ჩანს, მას 10 კაცი „დიდი“ ძალა ჰგონია, ან ქართველ საზოგადოებას უსაქმურად მიიჩნევს, რადგან უშედეგო და უაზრო აქციაზე ეპატიჟება.
“დეპუტატებს პარლამენტში ჩვეულებრივად შევუშვებთ, მაგრამ თუ ხელი დაუცდათ და წითელ ღილაკს დაიჭერენ ხელს, პარლამენტის დატოვება ძალიან გაუჭირდებათ. ყველა გასასვლელის პიკეტირებას მოვახდენთ”, – იმუქრება მაქარაშვილი.