რამაზ კადიროვი, ჩეჩნეთის ლიდერი, საქართველოში პირდაპირი გზის გაყვანას აპირებს

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამაზ კადიროვი, ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი გზა აშენდება. მისი განცხადებით, ეს იქნება უმოკლესი გზა თურქეთის გავლით, რომელიც ევროპას დაუკავშირდება.
„მე მეკითხებიან ამ გზის მშენებლობაზე, ეს დროის საკითხია. ამ გზის მშენებლობა საქართველოს, რუსეთის და კიდევ სხვა მრავალი ქვეყნის ინტერესშია. ტუმ-კალედან საზღვრამდე 40 წუთის სავალი გზაა. იმედი მაქვს, რომ საქართველოში თანდათანობით მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია“, – აცხადებს კადიროვი
ცნობისთვის, მსგავსი განცხადება კადიროვმა უკვე გააკეთა. 2018 წელს ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთის მთავრობასთან, ხოლო 2014 წლს განაცხადა, რომ სურდა გაეყვანა არამხოლოდ საავტომობილო, არამედ სარკინიზო გზა საქართველოს გავლით.