„ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ სხდომას ესწრება პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე.
ცნობისთვის, სხდომა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით გაიმართა.
შეგახსენებთ, კანონპროექტის კენჭისყრა გუშინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პარლამენტში შელაპარაკებისა და დაძაბულობის გამო, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ სხდომა დღეისთვის გადაეტანათ. სწორედ, ამის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა ინდივიდუალური შეხვედრა გაემართა მმართველი პარტიის დეპუტატებთან.