ჰაერის დაბინძურებასა და ტვინის სიმსივნეს შორის კავშირი არსებობს

მეცნიერების თქმით, დაბინძურებული ჰაერი ხელს უწყობს ტვინის კიბოს განვითარებას, რომელიც ყოველ მე -100-ათასე ადამიანის დამატებით ფაქტორად ევლინება, წერს The Guardian.
მაკგილის უნივერსიტეტის კვლევებში, რომელიც 1991-2016 წლებში ჩატარდა, 1,9 მლნ ზრდასრული ადამიანის სამედიცინო ანკეტები იყო გაანალიზებული. რის შედეგადაც, უნივერსიტეტის პროფესორი სკოტ ვაიშენტალმა განაცხადა, რომ კორელაცია ტვინის სიმსივნესა და დაბინძურებულ ჰაერს შორის საოცრად თანმიმდევრულია.
კვლევებმა აჩვენეს, რომ ყოველ კუბურ სანტიმეტრზე ჰაერის დაბინძურება 10 ათასი ნანოერთეულით გაიზარდა. თვალსაჩინოებისთვის მოყვანილია ცარიელი და მანქანებით სავსე ქუჩების გავლენა გარემოზე. ქალაქებში კი, სადაც გადატვირთული საავტომობილო გზებია მოსახლეობის დაავადება ტვინის კიბოთი 10 %-ით გაიზარდა. მიზეზი ულტრათხელი ერთეულებია, რომლებიც საწვავის დაწვის შემდეგ წარმოიქმნება (განსაკუთრებით საშიშია დიზელის ნამწვი), ხვდება ადამიანის ორგანიზმში და კანცეროგენულ ფორმას იღებს.