პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღევანდელი სხდომა ხვალისთვის გადაიდო

არჩილ თაკალვაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, გია ვოლსკისთან, მამუკა მდინარაძესთან, ირმა ინაშვილთან, სერგი კაპანაძესთან და რომან გოცირიძესთან კონსულტაციის შემდეგ პარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
„მათთან შეთანხმებით გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით და ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს.
უმრავლესობის ლიდერს ვთხოვ ხვალისთვის გააკეთოს მობილიზაცია, ხვალ გვექნება კენჭისყრა ამ საკითხზე, სხდომას დავიწყებთ ამ საკითხით, მანამდე უმრავლესობის სხდომა არის მოთხოვნილი და გვეცოდინება უკვე განახლებული ინფორმაცია,“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.