„სირცხვილია“ ათ კაციან აქციას 19:00 საათზე აანონსებს

„სირცხვილიას“ სასირცხვილო ათ კაციანი აქცია დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება. მართული მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე მმართველმა პატრიამ უარი არ უნდა თქვას.
“ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა მოვახდინოთ ორგანიზება, რომ 19:00 საათისთვის პარლამენტთან რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, რადგან ხმა უნდა იყოს მაღალი. ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილს აშინებს, ეს არის თავისი ქონების დაკარგვა და ბევრი ხალხი, რომელიც მის წინააღმდეგაა. სანამ არ მივიღებთ ჩვენთვის ნანატრ პროპორციულ არჩევნებს, დავიწყებთ პიკეტირებასაც, დიდ აქციებსაც და ვიქნებით ყველგან, სადაც შევძლებთ, რომ მივაწვდინოთ ხმა უსინდისო მთავრობას” – ამბობს „სირცხვილიას“ აქციის ორგანიზატორი.