ირაკლი კობახიძე „ნაც-ქვეყნის მტრებს“ სხდომაზე უპირისპირდება

დღეს, პარლამენტის სხდომაზე მუქარის შემცველი სიტყვები გაჟღერდა. სიტყვების ავტორი ირაკლი კობახიძეა. მან „ნაცჯგრო“ სარკეში ჩაახედა, ამას კი „ჩმაცების“ გაღიზიანება გამოიწვია. კობახიძემ, საბოლოო ჯამში, თქვა ყველას სათქმელი რასაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერები სათავისოდ გამოიყენებენ.
კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ამაზე შეთანხმდა მილიონ ასმორმოცდაათი ათასი ადამიანი ერთხმად, რომელმაც გამოაცხადა ბოროტებად „ნაცმოძრაობა“. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. „ნაცმოძრაობა“ ბუნებრივია, უნდა გაქრეს და გაქრება კიდეც, ოღონდ გაქრება პროპორციულ სისტემის პირობებში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ვერც ერთმა ამ ფლანგმა, ვერც „ნაცებმა“, „შცმაცებმა“ და „შმაცუნებმა“ ორნიშნა მაჩვენებელი ვერ დადონ შემდეგ არჩევნებში და ეს არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათი რეალური სახე საზოგადოების იმ ნაწილს, უმცირესობას, რომელმაც ჯერ კიდევ მხარი დაუჭირა ამ ძალას. ძალიან მარტივია მათი სახის ჩვენება, მათი აბსოლუტურად ბოროტი სახის ჩვენება, განსაკუთრებით იმ ფონზე რასაც აკეთებდნენ. ახლა დიტო მხეიძე საუბრობდა, კითხვას სვამდა და ბატონი კაკოს რეპლიკა იყო „დიმიტრი სტიქაროსანიო“. ეს არის მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და არიქა, ცხვარი გარბისო.
ეს არის ამ ხალხის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, კაკო ბობოხიძეც არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებიმისმიერ დროს ესვრის ის ილიას. შენ ხარ ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრი შენ ილიას, ამას აკეთებთ თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი პარტიული ტელევიზიების მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით „ფეისბუქზე“ ათასობით ადამიანი არის ჩართული იმ საქმეში, რასაც ქვია ბერბიჭაშვილის საქმე. თქვენ რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტს არ ჩააბარებდით რუსეთს და არ გაუფორმებდით მერე იმ რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეთ. ჩაგაბარებთ წარსულს, ეკლესიის მტრებს და სახელმწიფოს მტრებს ჩავაბარებთ წარსულს. თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სამი თვის წინ იჭრებოდით პარლამენტში, ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდით
რას გიზამთ იცი, სერგო? – დაგამთავრებთ. ნუ იკრიჭები, სერგო, ახლა უნდა ვაჩვენოთ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ეს არის ლუსტრაცია, თქვენ აჩვენებთ თქვენს სახეს, ეს არის „ნაცმოძრაობის სახე“, ეს არის გიგლა ბერბიჭაშილის სახე, გიგლა ბერბიჭაშვილი მარტო ის კი არ იყო, ვინც მარტო ესროლა ილიას, დადიოდა წლების განმავლობაში და ამაყობდა, რომ მან ილიას ესროლა, თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები.
„ნაცმოძრაობა“ არის სახელმწიფოს და ეკლესიის მტერი ძალა, სახელმწიფოს და ეკლესიის მტრობა ეს არის თქვენი ნიშანი, ჯერ ცხრა წლის განმავლობაში, შემდეგ შვიდი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს და ეკლესიის მტრობა. ეკლესიაზე შეტევა თქვენ არ შეგრჩებათ, ამას აგრძელებთ ახლაც და არ შეგრჩებათ, მაგ შეტევას დაასრულებთ ძალიან მწარედ. თინა, ბერბიჭაშვილობა არის სინდრომი და უნდა მოიშოროთ, შენ შეგიძლია ეგ სინდრომის მოშორება განსხვავებით ბევრი კოლეგისგან. ლევან გოგიჩაიშვილო, შენც ამ პოლიტიკურ ტანდემში ხარ, შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ, ნაძირალა, მაგიტომ ხარ ტანდემში „ნაცებთან“. არ შეგრჩება ეს სიტყვები, განანებ მაგას“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.