ნინო ლომჯარია დეპუტატებს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
“ეს არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხია, არამედ მისი მიღება უკავშირდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორიცაა სამართლიანი და პროპორციული არჩევნები, ხმის წონის თანაბრობა, გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით თანასწორობა და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და სამართლიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დღეს მასზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება!” – ასაჯაროვებს ამ პოსტს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.