ნაცებს შმაცებს და შმაცუნებს! ნუ იკრიჭებით – ირაკლი კობახიძე სხდომის შემდეგ

საარჩევნი სისტემის ცვლილების საკითხი კვლავ საკონონმდებლო ორგანოს დაუბრუნდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას განიხილავდნენ, კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
“სამი თვე მაინც დარჩნენ გარეთ და აგრძელებდნენ რადიკალურ მოქმედებებს. ამ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენ ვერ შევცვლით. ისინი რაც არიან ვერ გამოსწორდებიან. შეუძლებელია მათი გამოსწორება. ეს დაამტკიცეს 9 წლის განმავლობაში და 7 წლის განმავლობაში და თქვენ გინდათ რომ, რაც 16 წლის განმავლობაში დაამტკიცეს, ის შეცვალონ, შეუძლებელია.
16 წელი ზრდასრული ადამიანი ვერ იცვლება და ზრდასრული პოლიტიკური პარტია მითუმეტეს, ვერ შეიცვლება. ერთნაირები არიან და ერთნაირი პათოსი აქვთ. ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ვიმოქმედოთ არა ისე, როგორც აწყობს ამ აბსოლუტურად მარგინალურ პოლიტიკურ პარტიას (ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობის” ყველა განშტოებას) ნაცებს შმაცებს და შმაცუნებს“ – აცხადებს კობახიძე.