ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოფისში საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით სხდომა იმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
უმრავლესობის სხდომის მოწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. რამდენიმემ პარტიის დატოვებაც დაანონსა.
როგორც ცნობილია, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყველაზე მეტად სწორედ ოცნების მაჟორიტარებმა გააპროტესტეს.