მრეწველები მიტინგებით იმუქრებიან

ქართული ოცნება — მრეწველების დეპუტატი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტში პროპორციული საარჩევო სისტემის პროექტი ჩავარდა, “არავის გაუკვირდეს, რომ მრეწველებიც იმ მიტინგზე დადგებიან”. დეპუტატმა პროპორციული სისტემის მხარდასაჭერი აქცია იგულისხმა, რომელსაც მოძრაობა ქვეყნის სამსახურშია მართავს.
ნოზაძეს არ აკვირვებს პროპორციული სისტემის მოწინააღდეგეების შეხედულება, თუმცა „მოულოდნელია უმრავლესობის მერყეობა.
“მე არც კი მიმაჩნია საჭიროდ დღევანდელი შეხვედრა. აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია ნათელია, მე ამას მხარს ვუჭერ… ასე მგონია არ ჩავარდება, ოპოზიციური სპექტრი მხარს უჭერს და აბსოლუტური უმრავლესობა უმრავლესობისაც მხარს უჭერს და საკონსტიტუციო უმრავლესობას ავაგროვებთ”, — განაცხადა ნოზაძემ.
პარლამენტს პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის პირველი მოსმენით კენჭი 12 ნოემბერს უნდა ეყარა. მაგრამ სხდომა ფაქტობრივად ჩაიშალა და კენჭისყრაც ვერ შედგა. სავარაუდოდ კენჭისყრა დღეს შდგება.
საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერდნენ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ცნობილია ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის დადებითი პოზიციაც ცვლილებებზე. ცვლილებას ეწინააღმდეგება ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი.

მსგავსი სტატიები