ანკარამ შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყვიტოს

ანკარამ შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყვიტოს, თუ ევროკავშირი კვიპროსის გამო სანქციებით დამუქრებას გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა აშშ-ში გაფრენამდე, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს 1959 წლიდან აწესებს, მაგრამ ყურადღების გადატანას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებით ცდილობდა. ეს დაპირება არ შესრულდა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თურქეთი დღეს თქვენთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას უზის, მაგრამ ეს მაგიდა ჩვენზე არ არის მობმული. ერთხელაც მოლაპარაკება შეიძლება შეწყდეს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ევროკავშირმა თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ახლა ეს პროცესი შეჩერებულია.