სერგეი ლავროვი 2020 წლის აშშ-ის არჩევნებზე: ნუ ღელავთ, ამ პრობლემას მოვაგვარებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პარიზის მსოფლიო ფორუმზე ყოფნისას ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებზე იხუმრა, რომ “პრობლემას მოაგვარებდა.”
„არ იდარდოთ, ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ“,- იხუმრა ლავროვმა.
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში გაიმართება. მსოფლიო მედია აქტიურად წერს რუსეთის მხრიდან საპრეზიდენტო კამპანიაში შესაძლო ჩარევის შესახებ.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსული და უცხოური მედია Tass ავრცელებს.

მსგავსი სტატიები