სალომე სამადაშვილი უმრავლესობას”თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები”

“მოხვედით აქ იმისთვის, რომ მიჩქმალოთ ივანიშვილის მცდელობა მიიტაცოს ახლა უკვე საქართველოს ეკლესია,” – სალომე სამადაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა.
„დღეს, როდესაც თქვენგან გაღატაკებული საქართველოს მოქალაქეები არიან უზარმაზარი სტრესის ქვეშ, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე კვირაა მათთვის ძალიან ძვირფას ინსტიტუტს, საქართველოს ეკლესიას აქვს შექმნილი სერიოზული კრიზისი, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს თემა გახადოთ პოლიტიკური თავდასხმის თემა. თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი. თქვენ ხართ ივანიშვილის წარმომადგენლები და მადლობა გადაუხადეთ მას, რომ აქ სხედხართ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მან პარლამენტის წევრებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.
„მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი, იმიტომ რომ დღემდე ჩვენ არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა დაკომპლექტებულია გოშიებით. დღეს აქ მოხვედით იმისთვის რომ მიჩქმალოთ ივანიშვილის მცდელობა მიიტაცოს სახელმწიფო ქონება, მიიტაცოს საქართველოს ეკლესია. მეუფე იაკობი, ისევე როგორც მეუფე პეტრე საუბრობენ, ერთადერთ ადამიანზე, საუბრობენ რომ შეხვედრები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან და მის წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს საპატრიარქოში გადატრიალების ორგანიზებას. შემოგთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მოაწერეთ ხელი კომისიის შექმნას, დავიბაროთ პარლამენტში მეუფე პეტრე, მეუფე იაკობი, თქვენი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი და ერთხელ და საბოლოოდ, გავარკვიოთ ვინ ცდილობს ეკლესიაში ჩარევას“,-აღნიშნა სამადაშვილმა.