ისევ სააკაშვილის ინტერვიუ

ნიკა გვარამია საკუთარ გადაცემაში ისევ მიხეილ სააკაშვილს ეპატიჟება. ეპატიჟება გადამეტებული ნათქვამია, რადგან კვირაში ერთხელ ლამის გაქცეული პრეზიდენტი გვარამიას გადაცემაშია.
ასე ხდებოდა რუსთავი 2-ზეც და ამიტომც იქცა არხის პრობლემად ნაციონალურ მოძრაობაზე მიკერებულობა. ახლა ეს ტრენდენცია მთავარ არხს აქვს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ყოფილი რუსთავი 2-ის ახლა კი მთავარი არხის გუნდი სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის გარემოცვა და ერთ-ერთი განაყოფია.