თბილისში ყვითელი სამარშრუტო ტაქსები ფუნქციონირებას გააგრძელებენ

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძე აცხადებს, რომ თბილისში ყვითელი სამარშრუტო ტაქსები შენარჩუნდება. მისი თქმით, თბილისში, გარკვეულ ქუჩებში, გაბარიტების გამო, ავტობუსები ვერ მოძრაობენ, ამიტომ გახდა აუცილებელი მათი დატოვება.
„მიკროავტობუსების კომპანია ძალიან კარგად გვეთანამშრომლება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მიკროავტობუსების გამოცვლასთან დაკავშირებითაც. ერთობლივად აუცილებლად გამოვცვლით ამ მიკროავტობუსებს, რადგან ისინი, როგორც „ბოგდანის“ ავტობუსები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათ არ უნდა იარონ ქალაქში. უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას, რა რაოდენობა რა დროს ჩანაცვლდება. „სისტრამ“ უნდა გვითხრას მიკროავტობუსების რა რაოდენობა გვჭირდება. ვითვლით რა ზომის მიკროავტობუსები უნდა შემოვიდეს, რომელიც 16 ადამიანს იტევს თუ 19 ადამიანს. ცალსახაა, რომ გვჭირდება მიკროავტობუსები, რადგან გვაქვს ქუჩები, სადაც ვერ ივლიან 8-მეტრიანი ავტობუსებიც კი“, – ამბობს მაია ბითაძე.