ვის „ბრიდავს“ გედევან ფოფხაძე

დღეს, საქართველოს პლენარულ სხდომაზე გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება ფოფხაძის განცხადებამ გამოიწვია. მან ისაუბრა საპატრიარქოს ირგვლივ არსებულ ვითარებასა და პოლიტიკოსთა დამოკიდებულებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით.
დაპირისპირება იმდენად გაიზარდა, რომ ფოფხაძემ ბერაიას გარეთ გასვლა შესთავაზა, შემდეგ კი უხეში სიტყვებით ისაუბრა მასზე. „დავბრიდავ ამას“ – ამბობს იგი.