კახაბერ ოქრიაშვილი ქვეყნის სადარაჯოზე

მმართველი პარტიის წარმომადგენელი კახაბერ ოქრიაშვილი, რომელიც წალკისა და დმანისის მაჟორიტატი დეპუტატია, „ქართული ოცნების“ პროექტს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს.
ეს ქმედება ნათლად გვიჩვენებს ჩვენი დღევანდელი პოლიტიკის სახეს. მიუხედავად იმისა, რომ ოქრიაშვილი მმართველი პარტიის წევირა, მას შენარჩუნებული აქვს სიტყვის თავისუფლება და არავინ ზღუდავს მას ამ უფლების გამოყენებაში.
„გუშინწინ ესპანეთში იყო მორიგი რიგგარეშე არჩევნები, ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ და მაინც შედეგი ვერ დადო ვერც ერთმა პარტიამ. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს არ ეყოლება ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება. ჩვენც მომავალში არ გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება, როდესაც ამ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ. ამიტომ, არ ვაძლევ ჩემს ხმას. მიმაჩნია, რომ არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს, მაგრამ შესაძლებელია, მათ მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ. შინაგანად არავინ უჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს. გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო საკითხები გადასაწყვეტი, ჩემს გონებას და გულს ვუსმენ მხოლოდ“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა.
ოქრიაშვილი ამბობს, რომ მას იმედი აქვს პროექტი ჩაიშლება, რადგან მისი ხედვით ეს უმჯობესი იქნება ქვეყნისთვის, საიმისოდ, რომ ქვეყანაში არეულობა არ დასადგურდეს, რისი იმედიც „სისხლიან ნაცჯგროს“ აქვს.
„იმედი მაქვს, რომ დაახლოებით 30-40 მაჟორიტარი არ დაუჭერს მხარს და ჩავარდება აღნიშნული პროექტი. ვცდილობ, ყველამ გაიაზროს, რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა, თუ გადავალთ ამ საარჩევნო სისტემაზე. აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნები 2021-2022 წელს“, – აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატი.

მსგავსი სტატიები