ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია 2020 წლისთვის იგეგმება

მაია ბითაძემ, თბილისის მერის მოადგილემ, თქვა, რომ 2020 წლისთვის ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
როგორც აღინიშნა, ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე დაწყებულია.
„მომავალ წელს ვაპირებთ ვაჟა-ფშაველას გამზირის მოდერნიზებას, თუმცა არ გვაქვს წინასწარი ინდიკაცია, რომ იქ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი გახდეს მოძრაობა. რეაბილიტაცია იგეგმება. უკვე დავიწყეთ ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე“, – აცხადებს მაია ბითაძე.