მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნეს

პროკურატურის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, 21-22 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“ დაშავებულები, მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნეს.
“2019 წლის 20-21 ივნის საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი,“ – აცხადებენ პროკურატურაში.
რაც შეეხება სხვა დაზარალებულ პირებს, მათთან დაკავშრებით პროკურატურამ განაცხადა, რომ საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რასაც აუცილებლად შეატყობინებენ საზოგადოებას.