საარჩევნო სისტემის სვლილებას განიხილავენ

პლენარულ სესიაზე პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრებენ. დღის წესრიგში ორი პროექტია გათვალისწინებული. პირველი მმართველი გუნდის მიერაა მომზადებული, მეორე კი ოპოზიციის მიერ. განხილვა მეორე – ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტით დაიწყება. ის ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაიშვას საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.

უმრავლესობის მიერ მომზადებული პროქტი კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. რაც გულისხმობს, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის 150-ზე გამრავლდებას და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფას. შესაბამისად, არჩევნები ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.