ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს იმართება

დღეს, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაივლის.

შეგახსენებთ, ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების საქმეზე დააკავეს. ის ამჟამად კვლავ დაპატიმრებულია.