სკუბი-დუს ტრეილერი გამოქვეყნდა

Warner Bros. Pictures-მა მოლაპარაკე ძაღლის სკუბი-დუს შესახებ სრულმეტრაჟიანი მულტფილმის პირველი თრეილერი გამოაქვეყნა.
სკუბი-დუ თავგადასავლების მოყვარული ძაღლისა და მისი მეგობრების ისტორიაა. ის და მისი თინეიჯერი მეგობრები- ფრედი, დაფნი, ველმა და შაგი მისტიკურ ამბებს იძიებენ, თავადაც ჯადოსნობენ, სხვადასხვა როლებს ირგებენ და უკვე წლებია ბავშვებისთვის სახალისო ისტორიებს ქმნიან. თუმცა სკუბიდუ საოჯახო სურათად ითვლება და მას მშობლებიც არანაკლები შემართებით ელიან.
ნაწარმოების სახით სკუბიდუ პირველად 1969 წელს გამოიცა. ანიმაციებსა და ფილმებში მისი გარდასახვა კი 1998 წელს მოხდა პირველად.
სკუბიდუს სრულმეტრაჟიანი მულტფილმის პრემიერა Warner Brothers-ს 2020 წლის 15 მაისისთვის აქვს დაგეგმილი.