ყველაზე მსმელი ხალხის ათეულში რუსეთი შევიდა

რუსეთი ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის ყველაზე მაღალი მოხმარების ათეულ ქვეყანას შორისაა. ეს კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ჩაატარა.
ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ლიტვა. მეორე ადგილზე ავსტრალიაა – 11,8 ლიტრი წელში. მესამეზე – საფრანგეთი 11,7 ლიტრით. მეოთხეზე – ჩეხეთი, 11,6 ლიტრი. ლუქსემბურგი – 11,3 ლიტრი. მეექვსე ადგილზე გავიდნენ ლატვია და ირლანდია, 11,2 ლიტრი. რუსეთი ამ ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზეა 11,1 ლიტრით.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოლეგ სალაგაი ჩიოდა ქვეყანაში ალკოჰოლის ჭარბი გავრცელების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მეტს აღმოსავლეთის ფედერაციებში სვამენ, ხოლო ყველაზე ნაკლებს ჩრდილოეთ კავკასიაში.
რუსეთთან ერთად მეშვიდე ადგილზე გავიდა უნგრეთიც. ხოლო პირველი ათეული დახურეს გერმანიამ (10.8 ლიტრი), პორტუგალიამ (10.7 ლიტრი) და პოლონეთმა (10.6 ლიტრი). ექსპერტების აზრით, სულ მოსახლეზე ალკოჰოლის ყველაზე დაბალი მოხმარების მქონე ქვეყნებია ინდონეზია (0.3 ლიტრი), თურქეთი (1.4 ლიტრი) და ისრაელი (2.6 ლიტრი).