ტურიზმის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7,8%-ით მეტია

ტურიზმის მაჩვენებელმა წინა წლის ოქტომბერთან შედარები 7,8%-ით მოიმატა.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 438,805 ტურისტი ეწვია, რაც 31,584 მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 8,8%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებიც და 782,670 ვიზიტი შეადგინა.
ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში სომხეთიდან დაფიქსირდა, მათ მცირედით ჩამორჩებიან აზერბაიჯანელები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც. ზრდა 8,8%-ია და 665, 055 შეადგენს.
არატურისტული ვიზიტების რაოდენობა კი 117,615-მდეა გაზრდილი.

მსგავსი სტატიები