თბილისის ბაგა-ბაღში 2 ბავშვს მუნი დაუდგინეს

თბილისის 74-ე ბაგა-ბაღში ორ ბავშვს მუნი დაუდგინეს. როგორც ბაგა-ბაღის მმართველები აცხადებენ, დაწესებულებას დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა.
“74-ე ბაგა-ბაღის ორი აღსაზრდელის, დედ-მამიშვილების, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ და რამდენიმე დღის შემდეგ, შეატყობინა დიაგნოზიც. ამის საფუძველზე ბაღმა მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ჩაატარეს ყველა საჭირო სადეზინფექციო სამუშაო. ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა”, – აცხადებს ბაგა-ბაღის სააგენტო.
ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა სხვა ბაღებში არ დაფიქსირებულა.