ავსტრალიაში ხანძარი კვლავ მძვინვარებს

ავსტრალიაში ხანძარი გრძელდება. ორ შტატში ძლიერი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ცნობისთვის, ცეცხლის ტყის მასივს უკიდია, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი სახლი კი დაიწვა. სახელმწიფო ხალხს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
საგანგებო მდგომარეობა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.