ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას ტოვებს

ირაკლი ლექვინაძე საკუთარ ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ამის მიზეზი, როგორც თვითონ აცხადებს, ალტერნატიული გეგმებია, რომელთა შესახებაც მალე გავიგებთ.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ბიზნესკომპანიებს და ბიზნესასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის; მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშრომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის; მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის. მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის! მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად!” – აცხადებს ლექვინაძე.