მთავარი მიზანი 2024 წლისთვის ამოქმედებაა – ნათია თურნავა წყალტუბოს კურორტებზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი წყალტუბოს კურორტის 2024 წლისთვის ამოქმედებაა.
თურნავას ინფორმაციით, ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.
“ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, მოვამზადოთ ეს ობიექტები კვლავ საპრივატიზებოდ და საბაზრო პირობებით შევთავაზოთ ბიზნესს. ამის შემდეგ, თუ დარჩება ისეთი ობიექტები, ან ინფრასტრუქტურის ნაწილი, სადაც ბიზნესი ვერ შეძლებს ინვესტიციის განხორციელებას, არ გამოხატავს ინტერესს, ან რესურსის ნაკლებობას იგრძნობს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ იგივე ფონდი ქართუსა, თუ თანაინვესტირების ფონდის რესურსს” – ამბობს მინისტრი.