დიდი ციფრული სასკოლო პლატფორმის შექმნა უკვე დაიწყო

მამარდაშვილის ქვეკოლექცია “შოთა, ილია, აკაკი ვაჟა და გალაკტიონი” ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ კოლექციაში შევა. იგი აერთიანებს ქართველი ავტორების ყველა იმ ნაწარმოებს, რომელიც სასკოლო მასალაში შედის. ასევე შედის ის ლიტერატურაც, რომელიც ავტორების შესწავლისას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დასჭირდებათ.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურის, მეცნიერებისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და პროექტის კოორდინატორი გიორგი კილაძე აცხადებს, “კოლექციის შედგენა ილიათი იმიტომ დაიწყო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა ილია ჭავჭავაძის სახელობისაა. მუშაობა გრძელდება და კოლექცია მალე სხვა ავტორებითაც შეივსება. ჩვენ გვინდა სრულად მოვიცვათ სასკოლო მასალები, რომელშიც შევა არა მხოლოდ კონკრეტული ნაწარმოებები. ეს იქნება პირველი მერცხალი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას ლიტერატურაში, მათ შორის განხილვებს, ლექსიკონებს და სხვა”.