გაბუნიას ფიქრები პეტრე ცაავა ვიქნები – გაბუნიას „ჯოისტიკი“ საპატრიარქოს წინააღმდეგ

ჰომოსექსუალიზმში შემჩნეული გიორგი გაბუნია სამღვდელო პირებს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს. რთული დასაჯერებელია უღმერთო გაბუნიასაგან მსგავსი დეტალების გაუსაჯაროებლობა, საინტერესოა, ამ ყველაფერს ხომ არ იგონებს „პროფესიონალი“ ჟურნალისტი?
“გადავწყვიტე მეც მივიღო ამ გამოწვევაში მონაწილეობა. ამას ნამდვილი ფეისბუქგამოწვევის სახე რომ ჰქონდეს, ჩავრთავ ახლა ლაივს მთვარი არხის ფეისბუქგვერდზე…
ეს ხდება წლების წინ, ძალიან-ძალიან ბევრი წლის წინ. არ დავაკონკრეტებ არც ადგილს, არც დროს. ბევრად უფრო პატარა ვიყავი, პირტიტველი ჭაბუკი, ფაქტობრივად.
შევდივარ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ეს შემიძლია ვთქვა. პირველად ვარ ეკლესიაში და მეტყობა კიდეც, რომ უცხოდ ვგრძნობ თავს. ვეცნობი სიტუაციას და ცოტა ხანში ჩემთან მოდის მღვდელი, რომელმაც შეამჩნია, ალბათ, რომ უცხო ვიყავი. მეუბნება, მოდი მე დაგათვალიერებინებ ტაძარსო. რა თქმა უნდა, დავეთანხმე, გამიხარდა კიდეც.
დაიწყო მოყოლა: აი, აქ ეს გამოსახულებაა, აქ ეს და ა.შ. ცოტა ხანში სრულიად მოულოდნელად ვგრძნობ, რომ წინ რაღაც შემეხო. რა თქმა უნდა, რეაქცია ისეთი მოულოდნელი იყო. ვიფიქრე, რომ რაღაცას დავეჯახე, მაგრამ დავიხედე და წინ არაფერი არ იყო. მივხვდი, რომ ეს მღვდელი იყო. ჩავთვალე, რა თქმა უნდა, რომ ამდენი ხელის ქნევაში, უბრალოდ, ხელი მოუხვდა უადგილო ადგილას მეთქი. თან ხალხში ვართ, რა უნდა მეთქვა.
ცოტა ხანი კიდევ რომ გავიდა ვიგრძენი აშკარა შეხება. ვიოლინოსავით ჩამისვა ხელი, აი, ესე” – აცხადებს „ნაცბანდელი“.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ის ამ პერიოდში ზედმეტად „უმანკო“ იყო, რომ პროტესტი გამოეხატა და სკანდალი აეტეხა.
“შევედით საკურთხეველშ და საკურთხეველში განსხვავება ტაძრისგან ის არის, რომ იქ სრულიად მარტო დავრჩით მე და მღვდელი. ისევ აგრძელებს ამ თავის მოყოლას, მეც არ ვიმჩნევ, ხომ იცით როგორც ხდება ასეთ სიტუაციებში, თითქოს არაფერი არ ხდება…
მათვალიერებინებს ყველაფერს და რაღაც ეტაპზე მიხვდა, რომ დაძაბული ვარ და მეუბნება, ნუ გერიდებაო, შეეხე რა, მოუსვი ხელი ამ ფრესკებსო, ნახეო, იგრძენი როგორი ტექსტურააო. მეც დავემორჩილე და ამ დროს თვითონ ისეთი მომისვა, ამას მოსმა აღარ ქვია. ჩვეულებრივად ჯოისტიკივით დაიჭირა ხელში ჩემი ერთი ადგილი.
სიტუაცია უკვე ისეთი იყო, რომ ნამდვილად ვერც ერთი ვერ მოვიტყუეობოდით, რომ ვითომ რაღაცა შემთხვევით ხდება. მე ავკარი ხელი, ავკარი კი არა ძლივს მოვაგლეჯინე. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად მივხვდი, რომ უკვე იწყებოდა სექსი მღვდელთან ტაძრის საკურთხეველში” – აცხადებს ცნობილი „ფეიკნიუსერი“.
გაბუნია განმარტავს, რომ ეკლესიიდან გამოსვლისას უკან მიიხედა და დაინახა თუ როგორ ესაურებოდა მღვდელთმსახური „მორიგ მსხვერპლს“ და მიჰყავდა ის საკურთხევლისკენ. გაბუნიას განცხადებას თუ დავუჯერებთ, „მსხვერპლები“ მღვდელთმსახურს „რიგში ეყენა“ და „ჯოისტიკით“ მიათრევდა საკურთხევლისკენ. ახლა კი, ხუმრობის გარეშე, თუ მისი განცხადება სიმართლეს შეესაბამება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. თუ გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, ყველამ და მათ შორის „ფეიკნიუსერმაც“ პასუხი უნდა აგოს.