ბოლივიის პრეზიდენტი, არჩევნების გაყალბების ბრალდების გამო, თანამდებობიდან გადადგა

ბოლივიის პრეზიდენტი, ევო მორალესი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი არჩევნების გაყალბების ბრალდება გახდა. როგორც მორალესი განმარტავს, ეს ნაბიჯი „ქვეყნის სტაბილურობისთვის“ გადაგა, რადგან მოსალოდნელი იყო აქციები და სახელმწიფოს გადატრიალებაც კი.
ცნობისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებისას დარღვევა აღმოაჩინეს, რის შედეგადაც პრეკურატურამ გამოძიება დაიწყო. შემდეგ გადადგნენ სამთო მრეწველობის მინისტრი და პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი.
მორალესი იყო პირველი ეთნიკურად ინდოელი პირი, რომელიც ქვეყნის ლიდერი გახდა.