ავტოავარიის შედეგად არასრულწლოვანი და შუა ხნის ქალბატონი გარდაიცვალა

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე ავროავარია მოხდა. შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა, დაიღუპა არასრულწლოვანი ბავშვი და შუა ხნის ქალბატონი. დაშავებული ხუთი ადამიანი და მათ შორის 11 წლის ბავშვია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.