მეუფე იაკობის განცხადებაზე პროქტს ბიუროს სხდომაზე წარადგენენ

დღევანდელ ბიუროს სხდომას, “ნაციონალისტური მოძრაობის” მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, წარედგინება.
შეგახსენებთ, ბოდნებლა ეპისკოპოსმა იაკობმა, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის წინაშე შეთქმულებაში დაადანაშაულა. მოცემული პროექტი კი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
„ნაცოპოზიციონერებს“ მიაჩნიათ, რომ მეუფე იაკობის განცხადება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მოცემული ინფორმაციის გაგების შემდეგ კი გამომძიებელ-პროკურორი ვალდებულია დაიწყოს გამოძიება.