ნაცმელიას პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ, „ნაც“ ბანდის ერთ-ერთი წევრის, ნიკა მელიას სასამსართლო პროცესი დაიწყო. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.
სასამართლომ მელიას 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მას ასევე დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესეს. მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. ასევე, აეკრძალა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი.
შეგახსენებთ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.