კანიე უესტი-„მე და დემნას მსგავსი სულისკვეთება გვაქვს“

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი გუშინ ნიუ-იორკში ინოვაციების ფესტივალს Fast Company-ს მიღო მონაწილეობა. კანიე უესტი არამხოლოდ რეპერი და მუსიკოსი, არამედ დიზაინერიცაა. დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი სპორტული ფეხსაცმელების ხაზი Yeezy.
მოდასთან დაკავშირებით კითხვაზე, უესტმა ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ახსენა და თქვა, რომ მას და დემნას მსგავსი „სულისკვეთება აქვთ“.
„მე და დემნას, Balenciaga-ს მთავარი დიზაინერი, მსგავსი სულისკვეთება გვაქვს-ვის მოუვა იდეა თავში და ვინ მიიტანს ამ იდეას მსოფლიომდე, ასეთი სიტუაცია გვაქვს“, – ამბობს კანიე უესტი.