მოსკოვის პატრიარქი შეწყვეტს ალექსანდრიის პატრიარქის მოხსენიებას,უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საპასუხოდ

უკრაინის მართლმადიდბლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საპასუხოდ, მოსკოვისა პატრიარქი კირილე მეორე ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის თეოდორე მეორის ღვთისმსახურებისას მოხსენიებას შეწყვეტს.
ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილემ დეკანოზმა ბალაშოვმა განაცხადა.
“რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღრმა მწუხარებით მიიღო ალექსანდრიის პატრიარქის თეოდორე II- ის გადაწყვეტილება, ეღიარებინა უკრაინის სქიზმატური მართლმადიდებლური ეკლესია და მისი მეთაური ეპიფანე ღვთისმსახურებისას მოეხსენიებინა”, – უთხრა ბალაშოვმა რუსულ სააგენტო “რიას”.
დეკანოზი ბალაშოვის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უპასუხოდ ვერ დატოვებს ალექსანდრიის პატრიარქის გადაწყვეტილებას.
“ეს გადაწყვეტილება შეუძლებელს ხდის ალექსანდრიის პატრიარქის დიპტიქში მოხსენიებას რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში პატრიარქალური მსახურების დროს”, – თქვა მან.
დეკანოზმა ბალაშოვმა დასძინა, რომ რუსეთს ეკლესიის წმინდა სინოდი მიიღებს დამატებით გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე მეორემ უკრაინის მართლამადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი ეპიფანე წირვისას მოიხსენია, რაც პრაქტიკულად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ნიშნავს.