ავსტრალიაში ტყის ხანძრისას 350 კოალა ემსხვერპლა

ავსტრალიაში, შტატ სამხრეთის ახალ უელსში ტყის ხანძარს 350 კოალა ემსხვერპლა. გამოცემა Reuters-ი ავსტრალიის სააგენტო Koala Conservation Australia მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც კოალების პოპულაციის საკითხზე მუშაობს. ავსტრალიაში კოალების საერთო რაოდენობა 600 აღწევს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადგილობრივი კოალების პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. ველურ ბუნებაში სულ 43-ათასამდე კოალა დარჩა. მათი რაოდენობის შემცირებას კვებითი საშუალებების შემცირებით, დაავადებებით, კლიმატის ცვლილებითა და ძაღლების მხრიდან გახშირებული თავდასხმებით ხსნიან.
კოალა არის ყველაზე უწყინარი ცხოველი. მას არ შეუძლია თავის დაცვა. მაშინაც კი, როცა თავს ესხმიან… ის უბრალოდ ტირის, მანამ, სანამ ტკივილი არ გაუვლის, ან არ მოკვდება.