კახა კალაძე-არ მახსოვს, ბოლოს კინოში როდის ვიყავი

მედიის კითხვაზე, უყურა თუ არა ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისის მერმა კახა კალაძემ ასე უპასუხა: „სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სამართალდამცავები ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავენ.
„შს სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება. სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს“,-განაცხადა კახა კალაძემ