6 ათასი ბილეთი თბილისის დინამო-ლივერპულის თამაშზე არ გაყიდულა – სანდრო ბრეგაძე

შეგახსენებთ, დღეს იგეგმება „ქართული მარშის“ საპროტესტო აქცია ფილმ “And Then We Danced-ის” გაშუქებასთან დაკავშირებით. აქცია „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სანდრო ბრეგაძემ დააანონსა და განაცხადა, რომ „კინოთეატრ ამირანის მიმდებარედ განვთავსდებით. გავაკეთებთ “ცოცხალ ჯაჭვს” და, ასევე, “სირცხვილის კორიდორს”. კორიდორში გავლა მოუწევს ფილმის მესვეურებს.“
მიუხედავად ამისა, საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია ბრეგაძის ძლიერი გაღიზიანება.
ბრეგაძის მორიგ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბილეთები მთლიანად შეიძინა ლიბერასტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ გადაიხადეს ფული და უფასოდ დაარიგეს. წარმოუდგენელია, ნახევარ საათში 6 ათასი ბილეთი გაყიდულიყო, 6 ათასი ბილეთი თბილისის დინამო-ლივერპულის თამაშზე არ გაყიდულა 1979 წელს.“ – ამბობს სანდრო ბრეგაძე.