მამუკა ლელო-ხაზარაძე „სიზმარს აყვა“ – ივანიშვილს და „ოცნებას“ მისი ეშინია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, განხილვის დაწყებამდე, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. „ლელოს“ დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ თავმჯოდმარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ ის ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ.
სიზმარს აყოლილი ხაზარაძე აცხადებს, რომ ივანიშვილს და „ოცნებას“ მათი ეშინია.
„ერთი საკითხი მინდა გამოვყო. ეს ეხება პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, რომელსაც ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეშინია პირადად ჩვენი, ეშინია იმ ამომრჩევლის, რომელსაც ამოუვიდა ყელში ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია შექმნილი. ის ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს ან დაგვაშინოს ან რამე ზომები მიიღოს. მე მინდა მას პირდაპირ ვუთხრა: აი, ახლა თვალებში ვუყურებ და ვეუბნები, რომ ვერც შეგვაშინებს ვერაფრით, ვერ გაგვაჩერებს, ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებს იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა, რომელიც მარიხუანას ბიზნესგეგმებზე, ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმებზე გაქვთ თავში ჩადებული… ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი და მე გპირდებით და ამას გავიმეორებ სულ, იმ უამრავ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩვენ გვიერთდება – ამ რეალობას შევცვლით, შევცვლით უკეთესობისკენ, თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ, ძალიან დიდ, გრძელვადიან შვებულებაში თქვენ თანამოაზრეებთან ერთად“ – მამუკა ლელო-ხაზარაძე.
მევახშე, ფულის გამთეთრებელი, გაუმაძღარაძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა წარმომადგენლებსაც მიმართავს და ამბობს, რომ მათ უნდა რცხვენოდეთ, რომ „ასეთ რეჟიმს ემსახურებიან“.
„მინდა მივმართო „ოცნების“ ე.წ უცხოეთში განათლებულ ან აქ დიპლომაღებულ ახალგაზრდებს – გრცხვენოდეთ ასეთ რეჟიმს რომ ემსახურებით, გრცხვენოდეთ იმ რეფორმების, რომელიც ვერც ჩაატარეთ და ვერც ჩაატარებთ და გრცხვენოდეთ იმ სიცარიელის, რომელიც გაგაჩნიათ. არ გაგაჩნიათ მიზანი, არ გაგაჩნიათ გეგმა, არ გაგაჩნიათ თავმოყვარეობაც კი იმიტომ, რომ ასეთ უსამართლობას ეგუებით. გომურის {20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული მაკო გომური} არ გამოცხადება დაზარალებულად ეს არის საბოლოო წერტილი თქვენი ადამიანობის, თქვენი დამოკიდებულების სამართალთან”, – მამუკა ხაზარაძე.