სიახლე კარდიოლოგიური პაციენტებისთვის „ავერსის კლინიკისგან

„ავერსის კლინიკა“ პაციენტებს სრულფასოვან კარდიორეაბილიტაციის კურსებს სთავაზობს. ამის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიჭარბე და მკურნალობის სირთულე გახდა.
კლინიკაში დაინერგა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და კარდიორეაბილიტაციის პროგრამა, რომელშიც ჩართულია მაღალკვალიფიციური გუნდი კარდიოლოგის, ფსიქოლოგისა და ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტის შემადგენლობით.
ცნობისთვის, კარდიორეაბილიტაციის პროცესი ესაჭიროებათ პირებს, რომელთაც გადატანილი აქვთ :
• მიოკარდიუმის ინფარქტი
• კორონალური შუნტირება
• ქირურგიული ჩარევა სარქველებზე
• კორონალურ იანგიოპლასტიკა, ბალონირება-სტენტირება
• სტენოკარდია
• გულის ქრონიკული უკმარისობა – კომპენსირებული

როგორც „ავერსის კლინიკაში“ აცხადებენ, პროგრამა მთლიანად დაფუძნებულია წამყვან სამედიცინო ქვეყნებში არსებულ პრაქტიკაზე და მოიცავს ჯგუფურ სეანსებს.