„რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ – თამარ ჩუგოშვილის წერილი ამერიკულ გამომცემლობაში

თამარ ჩუქოშვილი Washington Examiner – ში აქვეყნებს წერილს, სახელწოდებით, „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“.
დეპუტატის განცხადებით, საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს ძლიერი, რეფორმებზე ორიენტირებული და მზარდი საქართველო დახვდება.
„ტრამპი საქართველოში იმ ჯარისკაცებს შეხვდება, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ამერიკელებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში“. – აცხადებს ჩუგოშვილი.
დეპუტატი იზიარებს როგანის რჩევას პრეზიდენტისადმი, რომ ის საქართველოს უნდა ეწვიოს.
„ის აღფრთოვანდება საქართველოს საინვესტიციო კლიმატით, სადაც ყოველი გლობალური ინდექსი ქართული ბიზნესის დემოკრატიულ ღიაობასა და მეგობრულ განწყობაზე მიუთითებს. საქართველოს მთავრობამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გააფორმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ინარჩუნებს ნატო-ს წევრობის კანდიდატობას. ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და ოპოზიციის საუბარი, რომ რუსეთი გარკვეულწილად იბრუნებს გავლენებს საქართველოში არალოგიკური და უსაფუძვლოა“, – თამარ ჩუგოშვილი.
ჩუგოშვილი თავის წერილში ყურადღებას საქართველოს 20%-ის ოკუპირებულობაზე ამახვილებს.