„ავერსის“ საჩუქარი 25 წლის იუბილესთან დაკავშრებით

კომპანია „ავერსს“ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთგული მომხმარებლებისთვის საჩუქარი აქვს.
„ყველა, ვინც “ავერსის” აფთიაქში ერთ ჯერზე 25 ლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენს, აქციაში ავტომატურად ჩაერთვება. საიუბილეო ვიქტორინაში, ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომლებსაც საჩუქრად 250 ლარის ღირებულების “ავერსის” სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. პრიზიორს ამ თანხის ფარგლებში “ავერსის” სააფთიაქო ქსელში არსებული ნებისმიერი პროდუქციის შეძენა შეეძლება.“