21 ნოემბრიდან დაუფასოებელ თამბაქოს ვეღარ იყიდით

21 ნოემბრიდან დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა აიკრძალება. მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოსა და ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. ასევე აიკრძალება უაქციზო ელექტრონული სიგარეტისთვის განკუთვნილი სითხის გაყიდვას. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარია, რეციდივის შემთხვევაში კი სანქცია გაორმაგდება
როგორც უწყება აცხადებს, თამბაქოს შეფუთვებს თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.