რატომ დააჯარიმეს ტრამპი 2 მლნ დოლარით

„ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპი 2 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმეს. მას ბრალი თანხების პოლიკურ კამპანიაში „ბოროტად გამოყენებაში“ დაედო.
მოსამართლის განმარტებით, მან 2016 წელს აიოვას შტატში ჩატარებული პრაიმერის დასაფინანსებლად ამერიკელი ვეტერანებისთვის ფონდში მობილიზებული თანხები გამოიყენა. რაც მისი უფლებამოსილების დარღვევაა. მოსამართლემ განმარტა, რომ მსგავსი ქმედება უკანონოა და მას თანხა საკუთარი შემოსავლებიდან უნდა გადაეხადა.
„ბატონ ტრამპს 2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, რომელიც ფონდში წავა, თუკი ის კვლავ იფუნქციონირებს,“- ამბობს მოსამართლე.
მის შვილებს, ივანკასა და დონალდ ტრამ უმცროსს, რომლებიც ტრამპის ფონდის დირექტორები იყვნენ, დირექტორების მოვალეობების შესახებ სავალდებული ტრენინგების გავლა დაევალათ.
„უბადრუკი „დემოკრატები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრან,“ – განაცხადა ტამპმა ამ პროცესებთან დაკავშირებით და საქმეს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.